ქალი, რომელიც ქმარს 11 წლის შვილის გაუპატიურებაში ეხმარებოდა, დააკავეს.
ქალი თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს.
მას სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, სავარაუდოდ, დედის თანდასწრებით.
სექსუალურად მოძალადე მამინაცვალი უკვე 19 წლიან პატიმრობას იხდის. მის მიმართ საბოლოო განაჩენი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.
კაცი საკუთარ გერს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისის ქუჩებში მათხოვრობასაც აიძულებდა. 11 წლის ბავშვის მიერ მოწყალებით გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად მამინაცვალი განკარგავდა.
არასრულწლოვანი სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
სახლი, სადაც ახალგაზრდა ქალი დააკავეს, ახლა დაკეტილია.
დანაშაულში ბრალდებული ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.