პრეზიდენტი ივანიშვილზე: შევხდებოდი, ბევრი კითხვა მაქვს

პრეზიდენტი ივანიშვილზე: შევხდებოდი, ბევრი კითხვა მაქვს

31-12-2023, 21:06 - 2023
7 036
       

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს.


მისი თქმით, ბევრი კითხვა აქვს.

„რატომაც არა, შევხვდებოდი ბიძინა ივანიშვილს, არ მინახავს ძალიან დიდი ხანია, ეგონათ, რომ ბოტანიკურში ვსეირნობდი ამის გამო. იქ ყოველ მესამე დღეს დავდივარ, არანაირად არ იყო ეს ჩემი მხრიდან ინტრიგა...

ყველას შეიძლება შეხვდე, პრობლემა არ არის. საინტერესო იქნებოდა ეს შეხვედრა, რომ გამეგო, რატომ შეეცვალა ის გეზი და მიმართულება, რომელიც იყო აღებული დასაწყისში. პასუხის მოსმენა მომცემდა იმის გაგებას, რაც შეიძლება,  არ მესმის ბოლომდე... ნამდვილად არ მესმის. 

ნაწილი რაღაც გაუგებარია, ნაწილისთვის მე მაქვს ჩემი ახსნა, მაგრამ შეიძლება არასწორი იყოს, ამიტომ ადამიანების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, ვინც არ უნდა იყოს თუ ხარ  ამ საზოგადო-სახელმწიფო სივრცეში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები