„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში თანამდებობიდან გადადგეს და მომავალ არჩევნებში ჩაერთოს.
„არ არის გამორიცხული. პირიქით. ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან, ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის, აგვისტო-სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან...
ვერაფერს ვერ შეიძენენ. სამაგიეროდ, არჩევნების შემდგომ თუ რაიმე აქვთ ჩაფიქრებული, იქაც დაკარგავენ რესურსს, პრეზიდენტის თანამდებობის სახით...
სააკაშვილის შეწყალების ბერკეტი არსებობს. ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა სალომე ზურაბიშვილმა, შეიძლება ესეც იკადროს. ჩვენ არ გვაქვს აქ არავითარი რესურსი, რომ მოქმედება მოვახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე. კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია“, - თქვა კობახიძემ.