ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას.
პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ხედავენ საქართველოში როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით.
„ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები. და ნუ დააბიჯებთ ერთსა და იმავე ფოცხზე“, - თქვა გაგლოევმა.