„ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეხმაურება.
„დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა“, - წერს ზურაბიშვილი X-ზე.