თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომას 7 ბრალდებულიდან 5 დაესწრება.
დღევანდელ სხდომაზე ჯამში 10 მოწმე დაიკითხება. დღესვე გამოიკითხება „ფორმულას“ ფოტოგრაფი, ვახო ქარელი. ის სასამართლოზე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გაიხსენებს.
„გამოიკითხება ვახტანგ ქარელი, მან სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სახით განხორციელდა მის მიმართ ძალადობა, რა დროსაც მას ხელი შეეშალა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და მიიღო ამავე დროს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“, - განაცხადა ქარელის ადვოკატმა.