რომან გოცირიძე: მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია

რომან გოცირიძე: მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია
8-12-2023, 14:56 - 2023
1 571

„მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია“, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება, რაც შეეხება ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნებას, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია და მას ექნება მხარდაჭერა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლებისა, რომელთა საკმაოდ ნაწილი განხიბლულია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალაზე როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ უნდოდა მისთვის ხმის მიცემა. ეს ეხება ასევე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს. ნიკა მელია შესაძლებელია ამ ყაიდის ელექტორატის შემკრებიც იყოს, ასევე სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ იგი გააძლიერებს მომავალში მთავარი პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. მძლავრი პოლიტიკური ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობა“, პლუს გახარიას პარტია, რომლებიც, ალბათ, გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს და აქეთ მათზე ძლიერი ასეთი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორ“, - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა