„სააკაშვილთან კომუნიკაცია ჩემთვის შეზღუდულია“, - ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მორალურ პოლიტიკას აღარ ატარებს.
„ჩემთვის არის სიმართლე მნიშვნელოვანი. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ მუდმივად და აღიარებენ კიდევაც რომ პრობლემები არის, მაგრამ იშველიებენ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელიც ტყვეობაშია და მას დაპირდნენ, პირველ რიგში, დახმარებას და შველას და ახლა ისე რომ არც ერიდებათ, იქეთ სთხოვენ დატყვევებულ ადამიანს დახმარებას, არ არის ის მორალური პოლიტიკა რომელზეც ვისაუბრე.
მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, ჩემთვის შეზღუდულია უკვე თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.