საქალაქოში გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქოში გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

21-02-2022, 11:30 - 2022
623
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პოლიტიკოსს ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება.

დღევანდელ პროცესი გიგი უგულავა არ დაესწრება. ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

„იხილება ბრალდების მხარის მტკიცებულებები. იკითხებიან მოწმეები და დღემდე ბრალდების მხარე ცდილობს დაადასტუროს, რომ გიგი უგულავა მოერია ბადრი გავაშელიშვილს, მსოფლიო ჩემპიონს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, თავად გავაშელიშვილმაც კი უარყო, რომ ის გიგი უგულავამ სცემა“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები