ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღაზის სექტორში უმსხვილეს საავადმყოფოს თითქმის სასაფლაო უწოდა.
ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით მდებარეობს, ბოლო დღეებში ინტესიური ბრძოლენის ფრონტის ხაზი გახდა.
ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰამასს კლინიკების ქვეშ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრები აქვს მოწყობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.