სოფელ კირბალის მცხოვრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ოკუპანტები მოსახლეობას სახლში უვარდებიან.
„მეცინება, მთავრობას რა უნდა? სად არის მთავრობა? არამგონია, რუსები დაისაჯონ. აბა, ვინ დასაჯეს? ოთხოზორია და ისინი რომ მოკლეს, დაისაჯნენ? ესენი ხმას არ იღებენ მშვიდობა იყვესო. რა მშვიდობა? ესა მშვიდობა არის? ლამის არის სახლში შემოვიდნენ. გეუბნები, აქ მოვიდნენ, არაყი მომეციო“, - განაცხადა სოფელ კირბალის მცხოვრებმა.