„ლომისის ტაძარზე სცადეს შესვლა და სანთლის დანთება, ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა“, - ამის შესახებ სოფელ კირბალის გამგებელი საუბრობს.
ის რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
„სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და სასაფლაოს ზემოთ არის ლომისის ტაძარი, სადაც სცადეს, რომ შესულიყვნენ, სანთელი დაენთოთ. ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა, კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი“, - თქვა მან.