გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი მტერია და მასთან ნებისმიერი კომპრომისი დაუშვებელია.
„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება.
მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს.
საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - წერს გახარია.