„ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა!“, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას საუბრობს.
მისი თქმით, მას სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაკვირვებია, თუმცა გული ეტკინა.
„ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი არ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ, გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს.
მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.