საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 
9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
