პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ „ჰამასის“ ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, პალესტინელ ხალხს წარმოადგენს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა აბასმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარში.