„ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს?“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, ეს „ქართული ოცნებაა“.
„თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ". თქვენ იცით განცხადებები, წერილები, რომ სადაც ამერიკა შევიდა, ყველა ქვეყანაში თურმე ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა ვკითხო „ქართულ ოცნებას“, შემთხვევით „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, ასეთ განცხადებებს აკეთებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.