კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: დარწმუნებული ვარ, კენჭისყრისას ტაბლოზე 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება

კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: დარწმუნებული ვარ, კენჭისყრისას ტაბლოზე 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება

13-10-2023, 14:01 - 2023
1 158
       

„რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, რომ „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზებას ცდილობს.

„დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა - უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ხმების მობილიზებას ვცდილობთ, გამოჩნდება, რომ იქ 89 თუ 88 ხმა იქნება და მერე იტყვიან, ვერ მოახერხესო. ეს ყველაფერი მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული