სასამართლომ 14 წლის გარდაცვლილი გოგონას დედასა და ბიძას პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ 14 წლის გარდაცვლილი გოგონას დედასა და ბიძას პატიმრობა მიუსაჯა

11-10-2023, 23:35 - 2023
5 647
       

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი ჰქონდა, რომ მათ ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო.

„დასრულდა 14 წლის ბავშვის საქმეზე დედისა და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სხდომა. ბრალდების მხარეს ჰქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო. ამ ფაქტის შესახებ მათ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებები, რომ შესაძლოა მათ მოწმეებზე, განსაკუთრებით ბრალდებულის დედაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინოს ზეგავლენა და მათ ახალი დანაშაული ჩაედინათ, სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ორივე ბრალდებულს, როგორც მოკლული ბავშვის დედას და დედის ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - განაცხადა პროკურორმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები