რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკი მძიმე შეიარაღებით დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს.
„დაახლოებით 21:00 საათზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მოახდინეს მორიგი პროვოკაცია უკრაინელი სამხედროების დასადანაშაულებლად. აგრესორმა მძიმე იარაღიდან ცეცხლი გახსნა ლობაჩოვოს დასახლების ტერიტორიიდან ლუგანსკის მიმართულებით.
აშკარაა, რომ მტერი აგრძელებს საინფორმაციო ომის წარმოების პროპაგანდისტულ მეთოდებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დასადანაშაულებლად და სიტუაციის ესკალაციის მიზნით“, - აცხადებენ შტაბში.
JFO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ქვედანაყოფები მინსკის შეთანხმებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს მკაცრად იცავენ.
„შესაბამისად, განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებების სავარაუდო დაბომბვის შესახებ არის აშკარა სიცრუე და პროვოკაცია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას“, - ნათქვამია ანგარიშში.