ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელისთვის მძევლების გადაცემას არ აპირებს.
როგორც დაჯგუფების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებები არ იქნება, სანამ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაცნობეთ ყველა მხარეს, ვინც მოგვმართა მტრის ტყვეებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის ზონაში დააკავეს, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყება საომარი მოქმედებების დასრულებამდე“, - თქვა მან.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანია.