საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილს იმპიჩმენტის პროცესზე დასწრება მოსთხოვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილს იმპიჩმენტის პროცესზე დასწრება მოსთხოვა

2-10-2023, 19:08 - 2023
1 524
       

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ სასამართლოს დიდი სურვილი აქვს ზურაბიშვილი დაესწროს განხილვას და განმარტებებიც გააკეთოს. 


ამ დრომდე უცნობია როგორია პრეზიდენტის პოზიცია.

„პრეზიდენტის აზრებს და განცდებსაც ჩვენთვის ექნება მნიშვნელობა, მაგრამ მე ვფიქრობ და ჩვენი პოზიციაა და დარწმუნებულიც ვართ იმაში, რომ არა მარტო კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, არამედ ასევე საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდეთ იმ ინფორმაციით, შეკითხვებზე პასუხით რასაც მივიღებთ და სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი, მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ ასეთს ადგილი არ ექნება“, - ამბობს მერაბ ტურავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები