რუსეთის ორ ოლქზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ორ ოლქზე თავდასხმა განხორციელდა

29-09-2023, 20:10 - 2023
1 930
       

რუსეთში, კურსკის გუბერნატროი აცხადებს, რომ რეგინის ხუთ დასახლებას და საავადმყოფოს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება პარასკევს უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად. 


გუბერნატორმა დაწერა, რომ რეგიონს მასობრივად დაესხნენ თავს უკრაინული დრონები.

მისივე მტკიცებით, ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო ბელოვსკის რაიონში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, რის შედეგადაც ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 10 უკრაინული დრონი კურსკის თავზე და ერთი მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, კალუგის ოლქის თავზე.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები