საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები უახლოეს რამდენიმე საათში უკრაინის საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის მიზანი შეხების ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას ელისეს სასახლე ავრცელებს.
ელისეს სასახლის ინფორმაციით, ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებული კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიების გზებზე ისაუბრეს, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროები და ნორმანდიული ფორმატის პოლიტიკური მრჩევლები.