პუტინი: რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის

პუტინი: რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის
15-09-2023, 15:12 - 2023
856

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. 


მისი მტკიცებით, თავად ამერიკელები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თეთრი სახლიდან მოდის.

„ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე და საფრთხეს გარეთ ეძებენ“, - განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა