ოზურგეთში მამამ შვილი ჩაცხრილა

ოზურგეთში მამამ შვილი ჩაცხრილა
8-09-2023, 23:07 - 2023
1 119

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.


გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლით( ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა) დაიწყო.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა