მაკრონი: ქალბატონ პრეზიდენტს კვლავაც დავუჭერ მხარს

მაკრონი: ქალბატონ პრეზიდენტს კვლავაც დავუჭერ მხარს

6-09-2023, 12:50 - 2023
2 481
       

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 


პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა. 

ეს ხდება იმპიჩმენტის მუქარიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

„დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამვონო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, - ამბობს მაკრონი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები