კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავთ

კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავთ

5-09-2023, 19:41 - 2023
509
       

„სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ, ამას ყველა ხედავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მისი შეფასებით, პრეზიდენტის და ოპოზიციის რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს.

„სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვს, ამას ყველა ხედავს. მათი რიტორიკაც ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ერთნაირი ინტერესებით მოქმედებენ. ეს არის მათი დღის წესრიგი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ საერთო პატრონი ჰყავთ - ეს არის „გლობალური ომის პარტია“. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი და მეორე, თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება, თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის მათი რადიკალური დღის წესრიგის მორიგი გამოვლინება“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები