მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევდა და მერე იღიმებოდა, „ვივამედშია“, სამწუხაროდ, ახლა მეორეც გამოჩნდა

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევდა და მერე იღიმებოდა, „ვივამედშია“, სამწუხაროდ, ახლა მეორეც გამოჩნდა

4-09-2023, 14:31 - 2023
583
       

„პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევდა და მერე იღიმებოდა ხოლმე, ერთი გვყავს უკვე „ვივამედში“, სამწუხაროდ, ახლა მეორეც გამოჩნდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არამედ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიწყალებს.

„საქართველოს საზოგადოებას ამის სამწუხარო გამოცდილება გაგვაჩნია, რომ პრეზიდენტები არღვევდნენ კონსტიტუციას და ამას არაფრად მიიჩნევდნენ. სააკაშვილის შეწყალებას რაც შეეხება, პრეზიდენტს თავად ნათქვამი აქვს - „არა და არასდროს“, მაგრამ იმ მძიმე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გვარამიაზე მიიღო და მერე საზოგადოებიდან მძიმე რეაგირებაც ნახა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს არამხოლოდ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არამედ თავის პირადი, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარეც, რადგან პატიმარი სააკაშვილი სხვა მოცემულობაა, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია არის პოლარიზების სიმბოლო, მაინც პატიმარი სააკაშვილი აღიქმებოდა და აღიქმება დღესაც საერთაშორისო საზოგადოებაში (თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადავხედავთ) როგორც დამნაშავე ხელისუფლების შემქმნელი პიროვნება, ამიტომ ეს მასზე იქნება რა თქმა უნდა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები