„ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!“, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავამ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ცირკი უწოდა.
„ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს - არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის თამაშს მხარს არ დაუჭერს. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორეს მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.