„გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა.