კალაძე ოკუპანტ ტურისტებზე: საქართველოს კარი ღიაა

კალაძე ოკუპანტ ტურისტებზე: საქართველოს კარი ღიაა

31-07-2023, 19:56 - 2023
553
       

„საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება.


როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ხდება ეკონომიკური განვითარება.

„პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კალაძემ.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები