ბათუმში პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა

ბათუმში პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა

31-07-2023, 10:47 - 2023
541
       

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე ჯამში 9 ადამიანი დააკავეს. 


მათ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

ბათუმში აქცია გრძელდება - საკრუიზო გემზე მყოფი რუსი ტურისტები და პუტინის პროპაგანდისტები ჯერჯერობით გემიდან არ ჩამოსულან. 

ადგილზე კვლავ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ საკრუიზო ლაინერი პორტს არ დატოვებს.

გარდა ამისა, მოქალაქეების თქმით, 19:00 საათზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში კიდევ ერთი აქცია იგეგმება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები