სამადაშვილი: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა სურს, რუსული ოცნებაა

სამადაშვილი: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა სურს, რუსული ოცნებაა

31-07-2023, 04:24 - 2023
504
       

„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ის ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„რატომ არ აფრთხილებს მთავრობა რუსულ გემს, რომ არ ღირს ბათუმში გაჩერება, შექნილი ვითარების გამო? 

ზუსტად იმავე ლოგიკით, რომლითაც გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, გავრილოვი ჩასვა კობახიძემ მის სავარძელში; იგივე ლოგიკით, რომლითაც დაჩქარებული წესით მიიღეს რუსული კანონი...

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა და რადიკალიზაცია სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით“, - წერს სალომე სამადაშვილი.

       
პოპულარული