ხაბეიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრული მობილიზებაა აჭარაში

ხაბეიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრული მობილიზებაა აჭარაში

31-07-2023, 04:18 - 2023
370
       

„ქართველები მიდიან ქვეყნიდან და რუსები შემოდიან და სახლდებიან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება და ღირსეული ხალხი არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.


როგორ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის პორტის მიმდებარედ აქციაზე განაცხადა, აჭარაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრული მობილიზებაა.

„საქართველოს მოქალაქეებმა მარტივად რომ გაიგონ: რუსების ექსპანსია გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ რუსული კანონით კაკებეშნიკი კობახიძის დანიშვნით, ღარიბაშვილი მოურავი ჰყავს, გავრილოვი ჩამოიყვანეს, რუსული კანონი მიიღეს, რუსული ფრენები აღადგინეს, რუსები შემოყარეს, კომპანიებს აფუძნებინებენ, უზრავ ქონებას ყიდულობენ, ახლა აქ ბათუმში, რომელიც ევროპული კრუიზის ცენტრი უნდა ყოფილიყო და ამერიკელი, ევროპელი ტურისტებისთვის უნდა ემასპინძლა, რუსული კრუიზი შემოიყვანეს და რუსეთის უკანა ეზო რომ გახდეს საქართველო - ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. აქ ადგილობრივები, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის რუსულ პოლიტიკას. აქ ასევე ხედავთ, რომ ბანერი გაშალეს „თავისუფლება მიშას“ და ეს არის ზუსტად ის ქალაქი, რომელშიც ძალიან ბევრი გააკეთა მიშა სააკაშვილმა და მიშას იდეა, ჩვენი იდეა რა არის, რომ წინ უნდა წავიდეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, უკან დავიხიოთ. ბათუმში ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტს ხსნიდა მიშა და ბიძინამ კაზინო მიაშენა. ეს არის დამოკიდებულება და სხვაობა. ეს ღირსეული ხალხი არ შეეგუება ამას. დილის 5-6 საათზე უნდა შემოვიდეს ეს საკრუიზო გემი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება პროტესტი. თითოეულ მოქალაქეს ვისაც შეუძლია აპროტესტებს და უნდა იცოდნენ პუტინისტებმა, რომ აქ ვარდებით არავინ დახვდება, ანწუხელიძის მკვლელებს ვერ დახვდებიან აქ ია-ვარდით. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რომ ოკუპირებული აქვს, ვერ დახვდებიან აქ ია-ვარდით, უკრაინაში რომ ტერორიზმს ჩადის...

რუსები ჩამოვიდნენ აქ და როგორი უხამსი ჟესტით მიმართეს ქართველებს, უკაცრავად და ასეთი ჩმორები ვართ, რომ პასუხი არ უნდა გავცეთ? ჩვენი მოძმე უკრაინა რომ ომშია, განა მეგობარს მხარი არ უნდა დავუჭიროთ? უკრაინა რომ ომს მოიგებს და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება, ამის თქმის უნდა შეგვრცხვეს? და აქ პუტინის უკანა ეზოდ უნდა იქცეს? არ იქნება ეს ასე. ყველანაირი პარტიული ზღვარი აქ წაშლილია, ყველაზე დიდი პარტია არის ჩვენი საქართველო. განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტი იცავდა ლავროვის ოჯახს და დღეს რომ იცოდეს მოსახლეობა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრული მობილიზებაა აჭარაში წყლის ჭავლები, დუბინკებით, ყველანაირად აღჭურვილები არიან გარშემო, ჩვენგან იცავენ პუტინისტებს. ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა მოვბილიზდეთ განსაკუთრებით იმისთვის, რომ გადამწყვეტი ბრძოლა დავიწყოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ არის ეგრე, რომ მარტო კრუიზს აპროტესტებენ, რუსული კანონი არ გააპროტესტეს და არ დააღეჭინეს ქართველებმა? განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ფრენებზე პროტესტი არ ჰქონდათ? ჰქონდათ ცხადია და იგივეა კრუიზთან დაკავშირებით. ქართველები მიდიან ქვეყნიდან და რუსები შემოდიან და სახლდებიან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება და ღირსეული ხალხი, ღირსეული ახალგაზრდები არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას. გავაგრძელებთ მართლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ ხელისუფლების რუსული სახე. რუსები იქიდან გვაგინებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და პოლიცია წითელ ხალიჩას უგებს, მე არ მგონია, რომ ეს მოსწონთ მათ. აქ არიან ბათუმელები, ღირსეული საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც პირველი საკრუიზო გემი იმ ცნობილი მიმართულებით გაუშვეს, რომელიც ყველამ ვიცით, ასევე იქნება დღესაც, ხვალ დილით და დასრულდება ივანიშვილის, ღარიბაშვილის და კობახიძის ჩამოშორებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული