კობახიძე ბათუმის პორტში აქციაზე - რასაც ვხედავთ, არის ქაჯობა 

კობახიძე ბათუმის პორტში აქციაზე - რასაც ვხედავთ, არის ქაჯობა 

28-07-2023, 01:23 - 2023
1 193
       

„ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სოჭიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის თაობაზე ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის შესახებ განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს წარსულში საქართველოსთვის შექმნილ ყველა პრობლემაში, აგრესორ რუსეთს ხელს უწყობდა საქართველოს წარმომადგენლების „ქაჯური“ პოლიტიკა.

„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა. სწორედ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველაფერთან ერთად - ავტოკრატიასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან, ადამიანების წამებასთან ერთად. დღეს, იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

       
პოპულარული