ბარამიძის სკანდალური აღიარება | ვის აქვს „ენმ“-ში გავლენები?!

ბარამიძის სკანდალური აღიარება | ვის აქვს „ენმ“-ში გავლენები?!

27-07-2023, 12:04 - 2023
582
       

რა გავლენებით სარგებლობენ „ნაცმოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი -  აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა. 


„ნაცმოძრაობის“ ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.

„იმ გავლენის ადამიანები, მაგალითად „ფორმულას“ დამფუძნებელი, იგივე იმ გავლენის და შესაძლებლობის როგორიც არის ვანო მერაბიშვილი, ამ ბრძოლაში, პუტინთან ბრძოლაში, რომელი გვინდა რომ იყოს ჩვენ მხარეს თუ არ იყოს?! ადამიანი ამდენ რესურს ახარჯავს თავის თანხას, თავის დროს ახარჯავს, რომ საქართველოს მოშორდეს პუტინისტური რეჟიმი და არ უნდოდეს, რომ რაღაცა თავისი გავლენა ჰქონდეს იმ პარტიაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და რომელშიც მისი მეგობრები არიან, ეს რანაირად წარმოგიდგენია, ეს ნორმალური იქნებოდა?! გავლენა ყველას აქვს“, - ამბობს გიორგი ბარამიძე.

       
პოპულარული