ბათუმში ოკუპანტების საკრუიზო ლაინერი შემოვიდა, რომელმა რუსი ტურისტები ჩამოიყვანა.
მათთან გასაუბრება მედიის წარმომადგენლებმა ვცადეთ .
„1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს.
ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი.