კობახიძე სააკაშვილზე: გუშინ ვიხილეთ კუჭის ოპერაციის რეკლამა

კობახიძე სააკაშვილზე: გუშინ ვიხილეთ კუჭის ოპერაციის რეკლამა

4-07-2023, 13:34 - 2023
897
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტის გუშინდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო, ამბობს, რომ რეზექციის, კუჭის ოპერაციის რეკლამა იხილა. 


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილთან საკუთარი ოჯახის წევრებს შეაქვთ დაბალი კალორიის საკვები.

„გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით, 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ  საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო, 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა. საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, ეს ერთი, მეორე, ადამიანი, ჩვენ ამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?! ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა“, - თქვა კობახიძემ.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები