ენგურის ხიდი ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ჩაიკეტა

25-06-2023, 13:17 - 2023
1 018
       

25 ივნისიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა. 


რუსმა ოკუპანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ერთად მიიღეს.

ისინი მოსახლეობას მხოლოდ გალში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით უშვებენ. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოსვლა შეიზღუდა. 

არ უშვებენ არც იმ პირებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და ზუგდიდში გადასვლა სურთ.

ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ დაჯგუფების ამბოხს უკავშირდება. თუმცა, ოკუპანტებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას ამის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები