ბოკუჩავა - „ოცნება“ ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც თავისუფალი აზრი, პროტესტი მიუღებელია

ბოკუჩავა - „ოცნება“ ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც თავისუფალი აზრი, პროტესტი მიუღებელია

14-06-2023, 17:03 - 2023
775
       

„რაც მოქალაქემ უთხრა „ოცნებას“, ამას ვეუბნებით ჩვენც ყოველდღიურად, ამის გამო გინება, შეურაცხყოფა, მათ შორის, თავმჯდომარის მხრიდან, მადისკრიმინირებელი განცხადებები მოქალაქის და მოქალაქეთა ჯგუფის მიმართ, ისევე როგორც დაპირისპირების და ცემა- ტყეპის მცდელობა, ნათელი მაგალითია, რომ ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც თავისუფალი აზრი, პროტესტი მიუღებელია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
 
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინეს, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან იყო მუქარა პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მიმართ. მისივე ინფორმაციით, მუქარის ავტორები იყვნენ მამუკა მდინარაძე, ალუდა ღუდუშაური, დაჩი ბერაია.
 
ჟურნალისტების გაყრა, დეპუტატების გაყრა მათ შორის ბიუროს, სხდომათა დარბაზებიდან, საპარლამენტო რეპრესიები, რომელსაც შალვა პაპუაშვილი და კომიტეტების თავმჯდომარეები ახორციელებენ, ამ შენობის ძალიან მანკიერ ტრადიციად იქცა და დაგვაბრუნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელ წარსულში - საბჭოთა წარსულში. ამგვარი ტიპის რეპრესიები ყოველდღიურად გვაგონებს საბჭოთა ტიპის მმართველობას.
 
რაც შეეხება მოქალაქეს, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, ამის უფლება გააჩნია აბსოლუტურად ყველას. იგივეს რაც ამ მოქალაქემ უთხრა "ოცნებას", რომ ეს არის რუსული რეჟიმი, ყოველდღიურად ვეუბნებით ჩვენც მათ სხდომათა დარბაზში. ამის გამო გინება, შეურაცხყოფა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, მადისკრიმინებელი განცხადებების გაკეთება კონკრეტული მოქალაქის და მოქალაქეთა ჯგუფის მიმართ, ისევე როგორც დაპირისპირების და ცემა - ტყეპის ინსცენირების მცდელობა, არის ნათელი მაგალითი, რომ ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც თავისუფალი აზრი, პროტესტი და ეს იყო მშვიდობიანი ფორმა პროტესტის, არის კატეგორიულად მიუღებელი, რაც ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმის.
 
ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა დეპუტატების: ალუდა ღუდუშაურის, მამუკა მდინარაძეს, დაჩი ბერაიას მხრიდან პერსონალური მუქარა შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილის, ტრადიციულად "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით. მაგალითად მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ კიდევ ერთხელ ვახსენებთ სიტყვა რუსულს, შეგაგინებთო და თურმე ვინმეს უნდა შეშინდეს ამგვარი მისი მუქარის. იყო სიტყვიერი მუქარა, ფიზიკური დაპირისპირების მუქარა, რაც აჩვენებს რეჟიმის რეალურ სახეს
“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

       
პოპულარული