„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრანგულ ტელეარხ France 24-თან.
ხაბეიშვილის განმარტებით, ის არ ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებას, რომ სააკაშვილს ელექტრონული სამაჯური გაუკეთდეს.
„პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პერეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.