სეპარატისტებმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს

სეპარატისტებმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს
19-02-2022, 15:27 - 2022
534

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა დილით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებისგან უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ინტენსიური დაბომბვის შესახებ იტყობინება.

გარდიანი“ წერს, რომ უწყებამ გაავრცელა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია ბოლო ერთი საათის განმავლობაში საარტილერიო დარტყმები დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოლუგანსკოეზე, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი ქალაქ ჰორლივკას ჩრდილოეთით.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სეპარატისტები თავს დაესხნენ 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებით.

კომენტარები
რეკლამა