ლილუაშვილი - ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ ბელარუსისა და საქართველოს მთავრობების შედარება

ლილუაშვილი - ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ ბელარუსისა და საქართველოს მთავრობების შედარება
1-06-2023, 16:44 - 2023
290

„დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ მთავრობების (ბელარუსის და საქართველოს) შედარება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა.

„არ ვიზიარებ, დარწმუნებული ვარ აქ იგულისხმებოდა მხოლოდ მთავრობების შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის მას დღევანდელი ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე სივრცე, ალტერნატივა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის, გარდა დასავლური პერსპექტივისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. არ არსებობს მსგავსი რამ. თუმცა, ძალიან მძიმეა, როცა ომში მყოფ სახელმწიფოს იმდენად აქვს დამოკიდებულება გაფუჭებული შენს მთავრობასთან, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, როცა ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდნენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა