ზურაბიშვილი: რუსეთისთვის მადლობის გადახდა ამორალურია

ზურაბიშვილი: რუსეთისთვის მადლობის გადახდა ამორალურია
1-06-2023, 01:52 - 2023
236

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ეკონომიკურ სიკეთეებზე ისაუბრა.


მან განაცხადა, რომ რუსეთისთვის მადლობის გადახდა ეკონომიკის რაიმე სექტორის განვითარებისთვის, ამორალურია.

„ევროკავშირი არის საშუალება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მისი კეთილდღეობა გაიზარდოს. ნებისმიერი სექტორი საქართველოს ეკონომიკის და ევროკავშირის ბაზარი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის და როცა მე მესმის, რომ რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ეკონომიკის რაღაც სექტორის განვითარებისთვის, ეს არამხოლოდ ამორალურია, არამედ აბსოლუტურად არასწორია“, - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა