მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“: დადუმდით!

მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“: დადუმდით!

31-05-2023, 14:23 - 2023
402
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე არის დივერსია.


მან მმართველ პარტიას გაჩუმებისკენ მოუწოდა.

„რუსებს არ იწვევენ ასეთ მაღალი რანგის ფორუმებზე და რუსებმა გამოაჩინეს საქართველოს პრემიერადწოდებული ადამიანი რომელიც რუსულ გზავნილებს დადის და აგზავნის ამ ფორუმებზე. საერთოდ უნდა აეკრძალოს ღარიბაშვილს ფორუმზე გამოსვლა. საერთოდ გაჩუმდეს ქართული ოცნება ჯობია, არსად არ მივიდეს. ისედაც მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ყველა ამათი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე არის დივერსია საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, დადუმდით“, - თქვა მანჯგალაძემ. 

       
პოპულარული