მორგოშია: კონსტიტუციიდან NATO-ზე ჩანაწერს ამოვიღებთ

მორგოშია: კონსტიტუციიდან NATO-ზე ჩანაწერს ამოვიღებთ

30-05-2023, 23:43 - 2023
340
       

მოძალადე და პუტინისტი მოძრაობის ლიდერმა კონსტანტინე მორგოშია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, მალე კონსტიტუციიდან NATO-ს შესახებ ჩანაწერს ამოიღებენ.

„როგორც ვვარაუდობდი, დგება ის ნანატრი დღე, როცა ქართველ ხალხს დაუბრუნდება რეფერენდუმის უფლება და ქვეყნის უდიდესი ნაწილის ნებით, ამოვიღებთ იმ სამარცხვინო ჩანაწერს კონსტიტუციიდან, რომელიც "ვითომ" ნატოსკენ მიგვაქანებს! ანუ უტოპიაში და უფსკრულში!“, - წერს მორგოშია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები