ღარიბაშვილი: ივანიშვილმა სააკაშვილის ბრუტალური რეჟიმი შეცვალა

ღარიბაშვილი: ივანიშვილმა სააკაშვილის ბრუტალური რეჟიმი შეცვალა
30-05-2023, 11:48 - 2023
182

„ივანიშვილმა სააკაშვილის ბრუტალური რეჟიმი შეცვალა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყანას ერთი ოლიგარქი ჰყავს და ეს - კეზერაშვილია.

„რეალური ოლიგარქი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, თქვენი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ.[...]

როგორც კი ამ კანონს მივიღებთ, ყველაფერი იქნება გარკვეული და ამ ბრალდებებს მისტიკას მოვხსნით. არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რახან იკითხეთ დამფუძნებლის საკითხი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი. 

სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში კლავდნენ, ქუჩებში კლავდნენ 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული, არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ და ეს იყო უშველებელი დღე და ღამე რომ განსხვავდება ისეთი განსხვავებაა“, - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა