პაპუაშვილი: არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე

პაპუაშვილი: არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე
28-05-2023, 14:26 - 2023
269

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით იქნება განმსჭვალული.


ის იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ამ პროცესს არ შეაფერხებს.

„არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია. ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის გამოსვლები. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული. ეს არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა