„ავტორიტარული მმართველობისგან გასათავისუფლებლად, მოქალაქეებს არჩევნებზე მოსვლისკენ მოვუწოდებ“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ საარჩევნო უბანზე საუბრობს.
„ავტორიტარული მმართველობისგან გასათავისუფლებლად, ამ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიისა და თავისუფლების მოსვლისთვის ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ამის შემდეგ კი საარჩევნო ყუთებს თვალყური ადევნონ, რათა ჩვენი ხმები დავიცვათ. ეს ძალიან რთულ რეჟიმში ჩატარებული არჩევნებია. ყველანაირი ბრალდება წაგვიყენეს, ყველანაირად ცდილობენ ჩვენს გაშავებას. ხალხის ძალას ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება მოვა, ხალხი ქვეყნის ქუჩებში თავისუფლად და ბედნიერად ივლის და პოლიტიკოსებიც თავისუფლად იცხოვრებენ. ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მიდის და არჩევანს აკეთებს, შემდეგ კი თავის ხმას იცავს, მადლობას ვეტყვი. მადლობა ყველას. უფალი გფარავდეთ“, - ამბობს ქილიჩდაროღლუ.